21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 14:36:32, 1338 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მშვენიერაძეზე - როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე

„როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის მიერ გუშინდელი შეხვედრის დატოვებას, სადაც მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.

კობახიძის თქმით, მშვენიერაძეს პოლიტიკური ინტერესი აქვს.

„ გიორგი მშვენიერაძე იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო - ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას გიორგი მშვენიერაძე სხდომის დატოვების შესახებ, მას უკვე დილას ჰქონდა განცხადება გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას. არაპირდაპირი ფორმით, ის მოუწოდებდა, ასევე, სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის, ბუნებრივია, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, და არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ჩადიოდა იმ დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინა იმ ძალამ, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics