19:57 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 19:30:16, 1347 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში

მურუსიძე-ჩინჩალაძემ რომ მოინდომონ, იუდა ისკარიოტელსაც დანიშნავენ სასამართლოში, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნლაისტებს განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, სასამართლოების შესახებ არსებული კანონპროექტი სასამართლო სიტემაში არსებულ „კლანზეა“ მორგებული.

 „ირაკლი კობახიძემ კანონპროექტი დაუწერა „კლანს“. კანონპროექტი საერთოდ არ ითვალისწინებს რომელიმე პრინციპულ მოსაზრებას, რომელიც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას, ჩვენ ან ოპოზიციას. ეს კანონპროქტი თავიდან ბოლომდე მორგებულია მურუსიძე-ჩინჩალაძის ინტერესებს ისე, რომ ჭიანჭველაც ვერ შევა უზენაეს სასამართლოში, თუ არ იქნება მათი ხელდასმა და დალოცვა. მთავარი მოთხოვნა აქ არის, რომ მოსამართლეების დანიშვნას არ წყვეტდეს უმრავლესობა, რომელიც უკვე არსებობს საბჭოში ანუ უმცირესობასაც მიეცეს რაიმე ძალაუფლება, დღეს ეს ძალაუფლება არ გვაქვს და მურუსიძე-ჩინჩალაძე გითხარით, რომ იუდა ისკარიოტელი რომ მოინდომონ, იმასაც დანიშნავენ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics