19:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 18:02:47, 1063 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ ლექცია თემაზე „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ წაიკითხა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, ლექცია თემაზე: „დღევანდელი მდგომარეობა აფხაზეთში და მისი მოგვარების გზები“ გაიმართა. ლექცია ძირითად თემაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ წაიკითხა.

მოხსენებაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებაზე, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლექციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ლექციის შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ და ელგუჯა გვაზავამ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics