|
2019-02-22 12:01:29, 2406 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების თაობაზე უმრავლესობის 9 დეპუტატის, მათ შორის მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა. „მივდივარ იმ გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. დეპუტატმა გუნდიდან წავლის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გახდა. „რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება - სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს", - აღნიშნა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)