|
2019-02-21 17:59:39, 1875 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება
საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მოიწონა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, IGF-ში გაწევრიანების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, თვალი ადევნონ წიაღის სექტორში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი გამოცდილების გაზიარების პროცესში. სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში გაწევრიანებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ყოველწლიურ შეხვედრებში, ასევე რეგიონულ ღონისძიებებსა და ფორუმებში, ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით ისარგებლოს შემოთავაზებული ტექნიკური დახმარებით, შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამებით და მიიღოს გაერთიანების მხარდაჭერა შესაბამისი პოლიტიკის ჩარჩოს დანერგვის კუთხით. IGF-ი დაფუძნებულია ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და წევრ სახელმწიფოებს არ ეკისრებათ არავითარი იურიდიული, სახელშეკრულებო ან ფინანსური ვალდებულება. წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისათვის მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან იმისთვის, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც (I ფაზა - პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება) შერჩეული საკონსულტაციო ჯგუფის მიერ (ADAM SMITH INTERNATIONAL), რეფორმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიეცა რეკომენდაცია სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორის ფორუმში (IGF) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გასულ წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გამართულ IGF-ის 14-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა არსებული პლატფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები.
(NS)
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)