2015-06-18 17:27:28, 375 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი დევნილი ოჯახი მოინახულა. აფხაზეთიდან დევნილი იამზე მაისაიას ოჯახი სასტუმრო „ხიბლშია“ განთავსებული, ხოლო მარინა გერგედავას ოჯახი სასტუმრო „444“-ში.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მინისტრთან შეხვედრისას დევნილმა ოჯახებმა სტიქიის ღამე გაიხსენეს და გადარჩენისათვის მადლობა მაშველებს გადაუხადეს.
ამასტან, უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო.
მინისტრის განცხადებით, თუ მათი სახლები რეაბილიტაციას დაექვემდებარება ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, სხვა შემთხვევაში კი დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებასაც გაუწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან