18:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 12:59:52, 1204 ნახვა

პოლიტიკა
ბესელიას განცხადებით, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს არგუმენტები, რის გამოც მის ინიციატივას მხარს არ უჭერენ, არასწორია

„არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლესობისთვის არ იყო ცნობილი ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

ბესელიას განმარტებით, მან საკითხი გუნდში ორჯერ დააყენა და იდეას გუნდის ყველა წევრი დაეთანხმა.

მისივე თქმით, არასწორია ასევე პოლიტსაბჭოს არგუმენტი, რომ მისი ინიციატივა მოსამართლეთა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.

„მე ორჯერ დავაყენე მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას ეს არ არის სწორი. სამწუხაროდ უმრავლესობის შიგნით და უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნით რომ არ მოხდა ამ დრომდე პროექტზე მსჯელობა, აი ეს იწვევს ასეთ არასწორ ინტერპრეტაციებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა შევამციროთ, მე ვუჭერ მხარს იდეას, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს და გაიზარდოს მნიშვნელოვნად, მაგრამ ასევე ვუჭერ მხარს, რომ სასამართლოს არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს და უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთი, ჩვენ არ ვამბობთ ამ პროექტით, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა, სამი წლით გამწესება შეუძლებელია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე გუნდის ცალკეული წევრების, მათ შორის  ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს შეფასებით, კანონპროექტი გუნდთან შეთანხმების გარეშე მომზადდა და საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics