|
2019-02-19 18:51:54, 1277 ნახვა
პოლიტიკა
ქობულია - „თიბისის“ საქმე ანაკლიის პროექტზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტი არ არის ცალკეული პიროვნების პროექტი და „თიბისი ბანკის“ საქმე დიდ გავლენას ვერ მოახდენს ქობულია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ხმაური ჩაცხრება, რადგანაც ასეთი ტიპის მოვლენები ქვეყანაზე არასოდეს აისახება პოზიტიურად. „ეს არ არის მხოლოდ იგივე ცალკეული პიროვნებების პროექტი, ეს არის მთელი კონსორციუმი. მე, მაგალითად, ვერ ვხედავ ისეთ ძალიან დიდ გავლენას ამ პროექტზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მოვლენები, რაც ხდება ამ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, იქნება გასაკვირი, რომ ვთქვათ, რომ ამ მოვლენებს არანაირი გავლენა არ აქვს. ვიმედოვნებ და იმედი მაქვს, რომ ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები არასოდეს აისახება პოზიტიურად, ზოგადად ჩვენს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. პროკურატურის სისწორის შეფასების უფლება არ მაქვს, რაც წავიკითხე, აქ არის რეალურად სერიოზული ბრალდება დამყარებული ფაქტებზე და ჩვენ ამის უგულებელყოფა არ შეგვიძლია“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)