18:15 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 16:36:56, 994 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალის მოსახლეობა კიდევ ერთი თანამედროვე სკვერით ისარგებლებს

კრწანისის რაიონის გამგეობამ რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. დასასვენებელი სივრცე 3 070  კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. 

პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.  

რეკრეაციულ სივრცეში დაიდგმება საბაღე სკამები და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე ინვენტარითა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

 სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით.  

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელს სამი ინოვაციური სკვერი მოვაწყვეთ, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. მიმდინარე წელს კრწანისის ტერიტორიაზე არაერთი სკვერის მოწყობა  იგეგმება“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

გასულ წელს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა. აქედან სამ მისამართზე - ზემო ფონიჭალაში, გრიშაშვილის ქუჩასა და ქვემო ფონიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics