18:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 16:10:01, 1120 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე TBC-ზე - ოპოზიციონერები მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ადარდებთ

ოპოზიციის წარმომადგენლები მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მათ მართლაც ადარდებთ რომელიმე ბიზნესმენის ბედი და საკუთრების საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები არაგულწრფელია.

„ჯერჯერობით, კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს ბანკის წარმომადგენლებსა და საგამოძიებო სტრუქტურებს შორის და არა კომიტეტებთან. როდესაც ეს პროცესი ამოიწურება თუ დარჩება ობიექტური კითხები, რომელიც უნდა დასვას პარლამენტმა და გამოითხოვოს ამაზე მეტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შემდეგ გვექნება მსჯელობა. ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების გადარწმუნებას იმაში, რომ მათ მართლაც ადარდებთ რომელიმე ბიზნესმენის ბედი და საკუთრების საკითხი. ეს არის არაგულწრფელი განცხადებები. გულწრფელი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის და ეს დაადასტურეს თავად დამფუძნებლებმაც ოფიციალურ ბრიფინგზე, რომ საფინანსო ინსტიტუტს და მის საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან აქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics