21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 14:16:50, 1592 ნახვა

სამართალი
ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით, შსს-ში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, გამომძიებელთა გადამზადება იწყება.

სპეციალური ტრენინგ-პროგრამა ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა.

შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება. ახალი პროგრამა სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება.

დისკრიმინაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. გამოძიების ხარისხისა და პოლიციელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, უწყება აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics