16:52 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 12:03:11, 1037 ნახვა

პოლიტიკა
ვაზილ ჰუდაკი - საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია

„საქართველო დინამიურად ვითარდება და რეგიონში ლიდერია“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით (250 მლნ ევრო) განხორციელდება პროექტები, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი  და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილი. 250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება, ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ ევროპას უფრო და უფრო დაუახლოვდეს და მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მისი პოტენციალი გამოიყენოს ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ დიდი სიხარულით ვერთვებით ამ კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ვეხმარებით მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გამოისახება გზების, რკინიგზის განვითარებით. გვინდა, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, პრემიერმა ბრაძანა, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქვეყანას ამ მიმართულებით. საქარველო რეგიონში ინოვაციური ლიდერია. აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში უფრო მეტად დავეხმარებით ინვესტიციებს ევროკავშირის სამეწარმეო სუბიექტების ჩართულობას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროკავშირი-საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობაში“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანხა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა/რებილიტაციას მოხმარდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics