17:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 11:29:06, 903 ნახვა

საზოგადოება
ქართველი სტუდენტების 39.8%-ის აზრით, მათ მშობლებს საშუალო ფინანსური მდგომარეობა აქვთ

IPM-ის კვლევის თანახმად, ქართველი სტუდენტების 36,9% მიიჩნევს, რომ მათ მშობლებს (ძალიან) კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, 39,8%-ის აზრით საშუალო, ხოლო 23,4%-ის შეფასებით (ძალიან) ცუდი.

საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტის მიხედვით, ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებში ჩატარდა, რომელშიც ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. გამოკითხულმა სტუდენტებმა უპასუხეს კითხვებს მშობლების განათლების და ფინანსური სტატუსის შესახებ. 

აღმოჩნდა, რომ 30-მდე ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები მხოლოდ გერმანიას ჩამოუვარდებიან მშობლების უმაღლესი განათლების მაჩვენებლით. ქართველი სტუდენტების 66,4%-ის ერთ-ერთ მშობელს მაინც აქვს უმაღლესი განათლება. სქესის მიხედვით ქართველი სტუდენტების მშობლების საგანმანათლებლო სტატუსის ანალიზი აჩვენებს, რომ უფრო მეტად მამებს აქვთ უმაღლესი განათლება (57,4%), ვიდრე დედებს (52,7%).

სტუდენტებმა შეაფასეს მშობლების ფინანსური სტატუსიც. მათი შეფასებით, მშობლების 36,9%-ს აქვს კარგი ან ძალიან კარგი ფინანსური მდგომარეობა, რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. ქართველ სტუდენტებთან შედარებით, ნაკლები სტუდენტი აფასებს მშობლების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც „კარგს“ ან „ძალიან კარგს“ ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა: გერმანია (26,3%), დანია (34,2%), ირლანდია (24,8%) და სხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics