|
2019-02-19 10:34:06, 871 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია
დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება, მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე. მაღალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება თვის მანძილზე წარმოდგენილი დეკლარაციების 10%-ს, გადავა ხელით შესწავლის რეჟიმში. შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მოხდეს დეკლარაციით დასარიცხი თანხების კორექტირება ან დეკლარირებული მონაცემების შეუცვლელად ასახვა ,,დღგ-ის დაბრუნების“ ბარათზე. მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე (გადამხდელის პირად გვერდზე) შესაბამის ღილაკზე დაჭერით. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში. პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას. რეფორმა გასული წლის დასაწყისში დაანონსდა და მისი მოსამზადებელი სამუშაოები ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
(NS)
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)