|
2019-02-16 13:03:40, 1048 ნახვა
საზოგადოება
რექტორის გადადგომის მიზნით, ილიაუნის 20 სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის 20 სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას გადადგომის მოთხოვნითა და ბიზნეს სკოლის დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით შიმშილობას აგრძელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ორშაბათს უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიკრიბებიან და მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ. „ჩვენ ვითხოვთ აკადემიური საბჭოსთან შეხვედრას დაუყონებლივ, მაგარამ როგორც გვეუბნებიან, რაღაც რიგი პრობლემების გამო, რომელიც ჩვენთვის ბუნდოვანია, ვერ ხერხდება ამ საბჭოს მოწვევა და ორშაბათს მოიწვევენ. ჩემი მეგობრები კი გეგმავენ ორშაბათამდე გააგრძლონ შიმშილობა. აკადემიურ საბჭოსთან ჩვენ განვიხილავთ ბიზნეს სკოლის მომავალს, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა, ისე რომ ჩვენთვის იყოს დამაკმაყოფილებელი და ასევე ყველა სტუდენტისათვის, რომლისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სკოლის დამოუკიდებლობის აღდგენა და მთავარი განსახილველი თემა იქნება ბიზნეს სკოლის სტატუსტკოს აღდგენა იმ ფორმით, რა ფორმითაც გააჩნდა ბიზნეს სკოლას აქამდე“, - აღნიშნა ილიაუნის სტუდენტმა, კარლო თევზაძემ. ამასთა, დღეს დილით რექტორი სტუდენტებთან მივიდა და მათ განუცხადა, რომ შეუძლიათ, პროტესტი შიმშილობით გამოხატონ. მისი განმარტებით, თუ ახალგაზრდებს შიშშილობის პროცესში დახმარება დასჭირდებათ, დახმარებისთვის შეუძლიათ, ადმინისტრაციას მიმართონ. სტუდენტები 10-კაცინია სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)