15:44 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 13:30:22, 1207 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი ბესელიას კანონპროქტზე - პასუხებს საჭიროებს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტს

უმრაველსობის წევრმა, ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის განსახილველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

ბესელიას მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე გამოეხმაურა. ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტის ინიციატორებთან კონსულტაციებს გაივლიან და შემდეგ გადაწყდება, როდის დაიწყებს კანონპროექტზე კომიტეტი მსჯელობას.

„ბევრი საკითხია, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს, პირველი ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი, კონსტიტუციურ სტანდარტს აკმაყოფილებს თუ არა ეს კანონპროექტი, არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რამდენად სამართლიანია. არის თუ არა სამართლიანი იმ პირებთან მიმართებაში, რომელზეც ჩვენ თავიდან გავაკეთეთ აქცენტი, როდესაც ეს გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ვთქვით, რომ სწორედ გამოსაცდელი ვადის შემდგომ ახალი სისხლი შედის კიდევ სასამართლო სისტემაში. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებმაც გაიარეს, არიან კეთილსინდისიერები მოსამართლეები და ელოდებიან, ვინაიდან მათ ჰქონდათ კონსტიტუციური მოლოდინი დანიშვნასთან დაკავშირებით, რას ვეუბნებით მათ. არის ბევრი შეკითხვა, პირველი არის კონსტიტუციური სტანდარტი, მეორე ეს არის, რამდენად სამართლიანია ეს კანონპროექტი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics