10:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-14 10:19:35, 1544 ნახვა

ეკონომიკა
უპრეცედენტო ფასდაკლება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - „ნიკორა სუპერმარკეტის" აქცია მომხმარებლებს

14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, „ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს,  ყველაზე მოთხოვნად  პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
 
„ნიკორა სუპერმარკეტის" და „ლიბერთის" ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში.  ამ პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე,  შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. 14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით: ზეთის, კვერცხის, ქათმის და შვრიის ფანტელის შეძენას, სოციალური ბარათის მფლობელები ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის"  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.
 
მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.  2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები   "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.
 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics