10:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 19:58:23, 1427 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული საზღვაო ფლოტი

„საქართველო მრავალი წლის საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი", - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება. აქ მოიაზრება როგორც გადაზიდვათა საზღვაო ბაზრის (ბიზნესის კონკრეტული სექტორის სპეციფიკა), ისე თავად სანაოსნო კომპანიის დროის აღებულ მონაკვეთში შექმნის საჭიროება", - აღნიშნა მინისტრმა

როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, ამ მიზნით უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც ფლოტის შექმნის გარდა, მისი შემდგომი განახლება-გაფართოებაც მოიაზრება. „სტრატეგია დაეფუძნება ერთი მხრივ მარტივ, უკვე აპრობირებულ მეთოდიკას, მაგრამ ამავდროულად, ის გაითვალისწინებს ექსკლუზიურად ნოვატორულ, მხოლოდ ჩვენი რეგიონის ლოგისტიკურ უპირატესობებზე აქცენტირებულ მიდგომებს. აქ სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და მისი გავლით ტვირთნაკადების მოზიდვაც  განაპირობებს. ამ ეტაპისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფლოტის შემუშავების კონცეფცია" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე შეფასებით, საზღვაო ფლოტის შექმნისთანავე საქართველო გახდება საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გაამყარებს საქართველოს, როგორც საზღვაო ჰაბის ჩამოყალიბების ინიციატივას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics