|
2019-02-13 12:43:24, 1505 ნახვა
სამართალი
ნორვეგიაში, ტექნიკის ქურდობის ბრალდებით დაკავებულებიდან ორი პირი, ვანო ზარდიაშვილის ნათესავია
ნორვეგაში ტექნიკის ქურდობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ორი პირი, უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ნათესავია. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმასთან გიორგი აბრალავასთან ერთად დაკავებულია გრიშა მარღანია და გიორგი კიკნაძე. სამივე მათგანი ერთმანეთის ახლობლები არიან. ამასთან, მათივე ცნობით, კიკნაძეც ზარდიაშვილის ნათესავია. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ ისნის გამგეობაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც კიკნაძემ გამოცდები ვერ ჩააბარა, დასუფთავების სამსახურში დაასაქმეს. პარლალელურად კი ის ისანში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია. რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილთან მის ნათესაურ კავშირს, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ზარდიაშვილი გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა. ისინი ერთობლივად ფლობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კომერციულ ფართს, რომელსაც ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებენ.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)