|
2019-02-11 17:13:45, 1256 ნახვა
საზოგადოება
„რატომ გავჩუმდე? ლიბერასტები ვართ თუ რა?“ - ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფები ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ამოღებას ითხოვენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე "პარტიოტთა ალიანსის" დეპუტატის, ემზარ კვიციანის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. დაპირისპირება გურამ ფალავანდიშვილის ვაჟსა და კომიტტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს შორის მოხდა. გამომსვლელი სიძულვილის ენას იყენებდა, რის გამოც კილაძემ მას მოუწოდა მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეეკავა. "რატომ გავჩუმდე? ლიბერასტები ვართ თუ რა ხდება? თქვენს თხოვნას ვერ გავითვალისწინებ. თქვენთვის სახარების ენა მიუღებელია", - განაცხადა გამომსვლელმა. "აქ სიძულვილის ენას ნუ გამოვიყენებთ. სხვა ჯგუფებს ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მიუხედავად თქვენი პირადი დამოკიდებულებისა", - მიმართა კილაძემ გამომსვლელს.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)