2019-02-06 14:03:27, 1046 ნახვა
საზოგადოება
ნედლი რძის წარმების პროცესის განვითარებას ხელს რძის ფხვნულის დიდი იმპორტი უშლის
ნედლი რძის წარმების პროცესის განვითარებას ხელს რძის ფხვნულის დიდი იმპორტი უშლის. ნედლი რძის მწარმოებლები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიზანმართულად მიდის ნედლი რძის
წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა, რაც ნებსით თუ უნებლიეთ რძის ფხვნილის
იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს.
"მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ, მეწარმეთა ასოციაციები და მეორეს მხრივ სახელმწიფო,
ცდილობენ მეწარმეები დაიცვან მერძევეობის სექტორში არსებული რეგულაციების ფონზე
მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით წარმოჩენილი ინფორმაციებისგან, შედეგი მაინც
დაბალია. იმ დროს, როდესაც აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ყოველდღიურად მრავალი
სირთულის და ბარიერის რეჟიმში უწევთ მუშაობა, მედიის მხრიდან მცირე უზუსტობაც კი
კიდევ უფრო ამძიმებს მათ რეალობას. რძის სექტორში არსებული პრობლემები საკმაოდ
სენსიტიურია და ზედაპირული პუბლიკაციები და სიუჟეტები დარგს უფრო მეტ სირთულეს
უქნის.
ნედლი რძის მწარმოებლები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიზანმართულად მიდის ნედლი რძის
წარმოების საწინააღმდეგო პროპაგანდა, რაც ნებსით თუ უნებლიეთ რძის ფხვნილის
იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს. არადა, ბოლო წლების ტენდენციით ნედლი რძის
წარმოების შემცირების პირდაპირპროპორციულად იზრდება ფხვნილის იმპორტი.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნედლი რძის წარმოება მაქსიმალურად წახალისებულია, ბევრგან
არის დოტაციაც, რადგან მერძევეობის ფერმა მოითხოვს განსაკუთრებულ შრომას,
კვალიფიციურ მუშა-ხელს და მაღალ ინვესტიციას. საქართველოში კი რძის მწარმოებელი
ფერმები სულ უფრო მცირდება მაღალი რისკების გამო" - ნათქვამია აგროჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებაში.
ამ საკითხზე „საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“ ეგიდით პრესკონფერენციას
გამართავენ: „საქართველოს მერძევეთა ასოციაცია“, რძის გადამამუშავებელთა ასოციაცია “საქრძე“
და ასოციაცია „მომავლის ფერმერი“. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
პრესკონფერენცია 8 თებერვალს 12:00 საათზე „კვირის“ პრესკლუბში გაიმართება.
ავტორი: ,