11:49 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 15:05:11, 1174 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი - კარგი იქნება, ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება ავლაბრის რეზიდენციის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

გარდა ამისა, მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ავლაბრის რეზიდენციაში ხელნაწერთა ინსტიტუტის ან კულტურის ცენტრის განთავსებას.

"კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics