11:49 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 13:02:04, 1130 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი: ნედლი რძის და სუნელ-სანელებლების 23 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა. 

სეს-ის ცნობით, 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების - 335, თევზის და თევზის პროდუქტების - 47, კვერცხის - 68, ბავშვთა კვების პროდუქტების - 48, სუნელ-სანელებლების - 137, თაფლის - 11, სასმელების - 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში. 

1176 ნიმუშიდან დარღვევა 23 ნიმუშში გამოვლინდა, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. 

ამასთან, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

სეს-ში აცხადებენ, რომ დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურებს ეცნობა და პროდუქციის ამოღებაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზედამხედველობა განახორციელა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics