13:30 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 00:12:52, 1693 ნახვა

პოლიტიკა
რუსმა ოკუპანტებმა მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს. 

მამა დავით დურგლიშვილი რუსმა სამხედროებმა საღამოს საკუთარი მინდვრიდან წაიყვანეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როცა შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics