|
2019-02-02 17:22:36, 1673 ნახვა
სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმეზე ორ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა, შვიდს კი, გირაო შეეფარდა
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებიდან 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, 7კი გირაო შეეფარდა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, ანტონ ღლონტს და თემურ ირემაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაია ბერიძეს 10 000-ლარიანი, მარიამ ჩადუნელს 2 000-ლარიანი, ანი აროშიძეს 2 000-ლარიანი, თენგიზ ირემაძეს 3 000-ლარიანი, ნონა ჟორჟაძეს 2 000-ლარიანი, გიორგი გასვიანს 1 500-ლარიანი, ირაკლი ქასრაშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარე გირაოს მათთვის ითხოვდა, ვინც სოციალურ ქსელში კადრები მიიღო, თუმცა პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი, სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. ცნობისთვის, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 დაკავებულიდან 9-ისთვის აღკვეთის შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს მსჯელობდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)