10:43 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:55:34, 964 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებისთვის მიმდინარე წელს 2 099 000 ლარია გათვალისწინებული

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2 099 000 ლარია გათვალისწინებული.

გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია  29 მისამართზე განხორციელდა. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ა-ში შესრულდა, სადაც 650 კვ.მ ფართობზე სახურავი და ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„მოსახლეობისთვის კორპუსებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაფინანსოთ. საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 1 795 600 ლარი გამოიყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics