09:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 16:58:25, 1076 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები

გაზის  რეგულაციები გასამკაცრებელია  და თბილისის მერიას ამ  მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის მერმა  მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გასამკაცრებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში  მონტაჟი კატეგორიულად  აკრძალულია, მითუმეტეს,  კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა,  თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის.  შემთხვევები, შეიძლება ხდებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე, მობინადრეების დაუდევრობის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს დეტექტორების დამონტაჟება საცხოვრებელ ბინებში, რასაც მერიაც შეუწყობს ხელს.

„მერიას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ გადასახადები ამ მიმართულებით. საუბარი იყო ასევე, რომ წითელ ხაზებს შიგნით იყოს ლიცენზირებული, სერტიფიცირებული კომპანიები, რომლებიც დაამონტაჟებენ იმ გამათბობლებს, რომლებსაც შეიძენს თვითონ აბონენტი. დღეისათვის მათ აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ ადამიანთან მივიდნენ და განახორციელონ მონტაჟი. როგორც ვხედავთ, პრობლემა სერიოზულია და მისი გადაჭრა შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics