12:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 10:45:34, 1244 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი: „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ საქართველოს მხარდაჭერის კუთხით გაყოფილი არ ვართ

წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.

განცხადება კონგრესმენმა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას, "ამერიკის ხმის" რედაქციაში გააკეთა. 

როგორც კინზინგერმა აღნიშნა, თბილისს ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ თქვენთან ვართ. შეიძლება როდესაც ახალ ამბებს უყურებთ, პოლიტიკური კუთხით შეერთებულ შტატებში ბევრ დაპირისპირებას ხედავთ. თუმცა ჩვენ, "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები", არ ვართ გაყოფილნი საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, მსოფლიოში რუსეთის როლის აღქმის თვალსაზრისით, რაც დადებითი როლი ნამდვილად არ არის. საქართველოს აქ ჰყავს მეგობრები "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის და ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კონგრესმენმა კინზინგერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics