12:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 13:29:41, 1187 ნახვა

პოლიტიკა
NDI - გამოკითხულთა 62%-მა პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის.

კითხვაზე ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი სწორი პასუხი გამოკითხულთა 28%-მა გასცა, ხოლო 9%-მა არასწორი პასუხი გასცა. 

რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, დედაქალაქში კვლევა შემდეგნაირად გამოიყურება: გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტმა არ იცის თავისი მაჟორიტარის ვინაობა, იცის 13 პროცენტმა, ხოლო არასწორად დაასახელა 9 პროცენტმა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205
პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2.1 პროცენტი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics