08:51 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 13:15:35, 1028 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა 71%-ის აზრით, პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობითაა დაკავებული - NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული.

გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც ქვეყნისთვის სარგებლობა მოაქვს.

29%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად საქმიანობს, 28% ფიქრობს, რომ ეფექტური ზედამზედველობა გაუწია მთავრობას მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 23% კი ფიქრობს, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205
პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2.1 პროცენტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics