03:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 13:16:06, 986 ნახვა

საზოგადოება
მიქაუტაძე საპროტესტო აქციაზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები

 „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანმიმართული დევნა ხორციელდება.

„არანაირ კრიტერიუმსა და რეგულაციებზე საუბარი მათ არ სურთ. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის სრული დაცვით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შესახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა. მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი რომ ჰქონდეთ გავლენა პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კონკრეტული კანდიდატების შერჩევისას იყოს მათი მხრიდან ჩარევა. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაშინ კმაყოფილები იქნებიან, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მათ უკმაყოფილებას და კონკრეტული მოსამართლეების პიროვნული დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics