02:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-19 12:36:16, 1500 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით არ დაისჯება.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს 20:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კომპანია "ყაზტრანსგაზის" 2 თანამშრომელი დააკავეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics