07:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-11 15:36:45, 1510 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: როგორ შეიძლება განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო

 „ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდიდან გარიცხვას არ ელოდება, რადგა ეს საკითხი აქტუალური არ არის.

ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა. მე ველოდებით სხვა რაღაცებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics