00:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-24 16:40:22, 1658 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები თითქოს თამარ ჟვანია ხელისუფლების მითითებით დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სიმართლეს არ შეესაბამება.

მდინარაძის თქმით, ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებს.

„ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს თამარ ჟვანიამ ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა და შესაბამისად იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი ოპონენტები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  ასე ლაპარაკობენ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარედ ისევ თამარ ჟვანია აირჩიეს

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics