16:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 13:22:58, 1208 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი დაიხარჯება

 „მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი დაიხარჯება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამგორიდან  ლილოს მიმართულებით დაახლოებით 8 ახალი მეტრო-სადგური აშენდება.

ამასთან, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს.

 „პრემიერმა ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება და  და ერთ-ერთი ასეთი არის ახალი მიწისზედა  მეტროს გახორციელება დედაქალაქში, სამგორიდან  ლილოს მიმართულებით დაახლოებით 8 ახალი მეტრო-სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე, შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს, დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისათვის. უახლოეს დღეებში პროექტზე ტენდერი იქნება გამოცხადებული  და წლის ბოლოსთვის გვექნება უკვე სრული ინფორმაცია, მონაცემები  პროქტის სახით და დავიწყებთ განხორიცელებას“, - განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics