15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 09:34:59, 1180 ნახვა

საზოგადოება
გურჯაანში დაგეგმილი აქციის გამო, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდა

გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, გურჯაანის გარკვეულ ქუჩებზე, კერძოდ: დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეზღუდვა 09:00 საათიდან დაწესდა.

"აქციის დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 დეკემბერს, კახეთში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.

ამასთან დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. პოლიცია 20 დეკემბერს, დაიცავს გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლებას. ბრალდებულ დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო განხილვის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა.

ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics