15:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 11:56:30, 1032 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკსა“ და „Sida“-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა

პირველად საქართველოში,  მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) იქნება. თიბისი ბანკსა და Sida-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან.

ხელშეკრულების თანახმად, „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს.

მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე „თიბისი ბანკი“ და Sida რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%-ს გაიზიარებს.

Sida-ს გარანტია 40 მილიონი აშშ დოლარის პორტფელს დაფარავს.

აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თიბისი ბანკი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics