14:26 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:16:31, 400 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ტრაგედიის ადგილი გვირგვინით შეამკეს

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა  სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ტრაგედიის ადგილი გვირგვინით შეამკო. 

თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა მომხდარის გამო მწუხარება გამოხატეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

საქართველოს თავდაცვის უწყება სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც აქტიურად არის ჩართული. დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვედანაყოფებს ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც შეუერთდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics