23:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 15:05:00, 1297 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიანაქტიურად ვიმუშავებთ

„თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე აუცილებლად ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მუშავდება დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამას ითვალისწინებს. თანდათანობით, სულ უფრო მეტი უფლებამოსილება და ასევე, რესურსი უნდა გადავიდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში, რაც უნდა აისახოს, საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე, რომელსაც მიაწვდის ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებას, ანუ, კადრები - ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი და ასევე, უფლებამოსილებების და რესურსების გაფართოება და ყველა ამ მიმართულებით წარიმართება  აქტიური მუშაობა",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics