12:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 15:15:46, 977 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას", - წერს მამუკა ბახტაძე "ტვიტერში".

შეგახსენებთ, ანკარაში ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 46 კი, დაშავდა.  ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics