01:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 11:04:36, 1324 ნახვა

სამართალი
საფრანგეთის პოლიციის ატაშე - მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის და საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშეს ბრუნო ბალდუკის ერთობლივი ბრიფინგი ჩატარდა.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ქართველი სამართალდამცველების უშუალო მონაწილეობით, საფრანგეთის ქალაქ ლიონში მასშტაბური სპეც.ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - „კანონიერი ქურდი“.

საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშე ბრუნო ბალდუკმა ბრიფინგზე ქართველი სამართალდამცველებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების მრავალთვიანი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს მადლობა გადაუხადა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობისთვის.

„საქართველოს და საფრანგეთის პოლიციამ უჩვენა თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა. EUROPOL-ის მხარდამჭერით, საფრანგეთის ჟანდარმერიის გამომძიებლების მიერ, საქართველოს კრიმინალურ პოლიციასთან ურთიერთანამშრომლობით, საფრანგეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა 20 კრიმინალი სამხრეთ კავკასიიდან. ეს ოპერაცია არის წარმატებული არა მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავეები დავაკავეთ, არამედ ეს უჩვენებს ქართველ და ფრანგ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მრავალთვიანი წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგს.  მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ჩართულობისა და მობილიზებისთვის“, - განაცხადა  საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშემ, ბრუნო ბალდუკმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics