|
2018-12-05 17:18:19, 677 ნახვა
რეგიონი
შუახევში 60-დან 51 ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაოები დასრულებულია
შუახევის მერიის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებენ. მერიის ინფორმაციით, კომისიამ დასრულებული მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები სოფელ ღორექეთში და სოფელ ნიგაზეულში დაათვალიერა. ფერდსამაგრები დასრულდა: სოფელ ღორექეთში დავით დავითაძის საცხოვრებელ სახლთან მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებას გატარება - კერძოდ, საყრდენი კედლის მოწყობა, პროექტის ფარგლებში მოეწყო 30 მ საყრდენი კედელი; სოფელ ნიგაზეულში (ხოზნების უბანში) დასრულდა გზის რეაბილიტაცია და გაბიონის მოწყობა, მოეწყო 30 მ გაბიონი; ორივე ლოკაციაზე სამუშაოებს შპს ,,ბილდერი“ აწარმოებდა. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 60 - მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, მათგან 51 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)