|
2018-12-04 13:05:14, 1237 ნახვა
პოლიტიკა
ახალი რეგლამენტით მთავრობის საპარლამენტო კონტროლი იზრდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ახალი რეგლამენტის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ახალი რეგლამენტის თანახმად, მთავრობის საპარლამენტო კონტროლი იზრდება. კერძოდ, პარლამენტი ვალდებულია მთავრობის საქმიანობა გააკონტროლოს და მისგან გარდა ყოველწლიური ანგარიშისა, შეუსრულებელი საქმეების შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, პარლამენტს რეგულარულად ექნება მთავრობის წევრების მოსმენები არამხოლოდ კომიტეტებში, არამედ პლენარულ სხდომებზეც. "ფაქტობრივად ჩვენ არ გვექნება არცერთი სასესიო კვირა, როდესაც მთავრობის წევრები არ იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტის სხდომაზე და შესაბამისად არ იქნება არცერთი სასესიო კვირა, როდესაც ჩვენი საზოგადოება პარლამენტისგან არ ნახავს არამხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესს, ასევე ნახავს და მოისმენს მთავრობის წევრების მხრიდან მათი საქმიანობის ანგარიშს და დეპუტატების კითხვებზე პასუხებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის პროექტში ნათქვამია, რომ პარლამენტის საქმიანობის ადგილი თბილისია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)