20:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 18:52:57, 1509 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს მიხეილ რუსის შეხვდა. მიხეილ რუსიმ მამუკა ბახტაძეს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობები  წლიდან წლამდე ძლიერდება.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. აღინიშნა, რომ გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეფასდა ქართულ ბაზარზე ბელარუსული, ხოლო ბელარუსში ქართული პროდუქციის მიმართ არსებული მზარდი ინტერესი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ამ მიმართულებით მთავრობების მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics