20:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 17:28:14, 1759 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს: მადლობელი ვარ, რომ ასე სწრაფად მოხდა ჩვენი შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.

გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics