21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-02 18:37:13, 1546 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს

„დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ჩატარებულ აქციას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას დაძაბულობას სთავაზობს.   

"ისინი არ გულისხმობენ მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი გულისხმობენ მოლაპარაკებას ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე შვიდას ოთხმოცი ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში - თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიები, ხალხი, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია იყოს ხალხი, ვისაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს. დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის: ერთნი საუბრობენ ლეგიტიმურ, კანონიერ გზაზე, მეორენი დაძაბულობაზე, რასაც სააკაშვილი მოუწოდებს. სააკაშვილის გამოსვლაც ვნახეთ რომ იყო შუაში, მის შემდეგ გამოვიდა ბაჩუკი ქარდავა და კიდევ სხვები, რომელთაც საზოგადოება ლიდერებად არ ცნობს. თუ საზოგადოება, მათი ამომრჩეველი იქნება ისევ იმ პოზიციაზე, ეს, რასაკვირველია, ნორმალური, დემოკრატიული მოვლენაა, თუმცა არ მეგულება ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდეს დაძაბულობის იმ ფორმას და იმ დონეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, მათ შორის, თუნდაც ძალიან მოკრძალებულად, მაგრამ ვაშაძეც ამ პოზიციას იზიარებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics