20:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 18:33:53, 1552 ნახვა

სამართალი
28 ნოემბერს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ჯ.ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან, 28 ნოემბერს,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ჩაქვში, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან,   მ.ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში  მიყენებული მრავლობითი დაზიანებების  შედეგად მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

ჯ.ა.-სთვის საქართველოს ს.ს.კ. 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics