19:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 15:57:05, 1324 ნახვა

პოლიტიკა
კრემლი: ვიცით ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ, თუმცა ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე თბილისის პოზიციას ველით

კრემლი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა რუსეთთან ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივაზე თბილისის პოზიციის გაჟღერებას ელოდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საინფორმაციო შეტყობინებებს, რომლებიც საქართველოდან მოდიოდა. ვითვალისწინებთ ინფორმაციას და ფაქტს კანდიდატის გამარჯვების შესახებ. გვირჩევნია დაველოდოთ პირველ განცხადებებს და რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შეფასებას. ორი ერი ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლად რჩება, თუმცა სახელმწიფოთაშორისი კავშირები უკეთესის სურვილს ტოვებს", -  განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59.52% მიიღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics