19:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 15:12:28, 1103 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე დემოკრატიის ხარისხი მკვეთრად დაეცა, რაც შემაშფოთებელია.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, ამ სტანდარტით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება 16 დეკემბერს, მას შემდეგ შეუწყდება, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს. გარდა ამისა, ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველო მმართველობის სრულად საპარლამენტო მოდელზე გადავა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics