|
2018-11-29 14:10:03, 1755 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - სამწუხაროდ, გრიგოლ ვაშაძისგან მილოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე არ ვოცნებობდი რაღაც საბჭოთა სტილის 70-80%-იან გამარჯვებაზე“, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვუყურებთ ევროპულად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. მე სრულებით არ ვოცნებობდი რაღაც საბჭოთა სტილის გამარჯვებაზე - 70-80%-იანზე. ეს არის ძალიან სერიოზული გამარჯვება. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ითვლება, რომ ასეთი მეორე ტური, ასეთი აქტიურობა, ეს არის დემოკრატია, ეს არის ნიშანი, რომ საზოგადოება არის დამწიფებული და არის მზად დემოკრატიისთვის",- განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვას - მიიღო თუ არა მილოცვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისგან, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: „სამწუხაროდ ჯერ არა, ველოდები“.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)